რეზონანსი
08.06.2024

ისრაელმა „ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილნი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა" 250 პირი მძევლად აიყვანა. მათი ნაწილი ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×