რეზონანსი
05.07.2024

ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია" ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა იმ სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის" ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" ისაუბრა.

ხიდაშელის აზრით, დაუშვებელია, ერთ დღეს ფეხბურთის ნაკრების წევრებს აღმერთებდე და მეორე დღეს მადლობის გამო აკრიტიკებდე. მისი განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული მსგავსი პოსტები განსაკუთრებით უხერხულია საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც ახლა აღმოაჩნდა ის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

„გასაგებია, რომ მე ძალიან მინდა, ყველა ქართველი ფეხბურთელი იყოს შოთა ან აჩი არველაძე, ყველა ქართველი საერთოდ ამ ქვეყანაში, ყველა სპორტსმენი იყოს ისეთი მოქალაქე, როგორებიც არიან აჩი და შოთა არველაძეები, მაგრამ არ არის ეს პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ან ერთადერთი განმსაზღვრელი, როდესაც იმ საქმეს და ისე აკეთებ, როგორც საქართველოს ნაკრებმა ახლა გაუკეთა ქვეყანას. ახლა გურამ კაშიამ რაც არ უნდა თქვას, არასოდეს არ დამავიწყდება ის გურამ კაშია, რომელიც „ათრია" ხელისუფლებამ, მისმა მომხრეებმა, მთელმა შავ-ბნელმა საქართველომ იმ სამკლავურის გამო და როგორ ვაჟკაცურად იდგა თანასწორობის სადარაჯოზე. ამიტომ, არ შეიძლება ასე, ეს რა უბედურება გვჭირს. იქნებ, ცოტა სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ვითარებას, ის სპექტრი საზოგადოების, რომელიც დღეს დგას და აკრიტიკებს ფეხბურთელებს, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს ამ პატარა ასაკში... გავიგეთ, რომ ყველანი უცებ, დილით ვიღვიძებთ, გმირები ვართ და სხვებისგანაც გმირობას მოვითხოვთ, ცოტა უხერხულია, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც ახლა აღმოაჩნდა იმ ტიპის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია და აჰყვა მოდას, რომ ვიღაცამ დაწერა და თვითონაც უნდა დაწეროს აუცილებლად. ხვიჩა კვარაცხელიაზე რაც ხდებოდა, ხომ გვახსოვს ყველას - სულ რამდენიმე კვირის წინ იყო კიდევ ერთი მორიგი გამოვლინება ამ რაღაც კატასტროფის, რომ რაღაც სტანდარტს მოიგონებ და მერე გაქვს მოთხოვნილება, ყველამ ამ სტანდარტით იცხოვროს. ძალიან გაოგნებული ვარ ამით.

ყველა ვიყავით აღფრთოვანებულები, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები აქციების დროს პოსტავდნენ და ხვალ და ზეგაც ასე იქნება, თუ ეს პროცესები ისევ გაგრძელდება. მე არა მგონია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ეტრფოდნენ იმას, რომ ირანში უნდათ თამაში, ყველას უნდა „სერია ა"-ში, „ლა ლიგაში", "პრემიერ ლიგაში" და ა.შ. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რაც უნდათ შესაბამისად", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×