რეზონანსი
17.06.2024

საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, დავამტკიცეთ, რომ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ვართ, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით - დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები, რომელიც იქნება დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების რისკს.

მისივე თქმით, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს.

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს როგორი გემოვნებაც აქვს და სურვილიც, რომ გულშემატკივრობენ საქართველოს ან კონკრეტული მოქალაქეების სანქცირებას, ზოგი მედიაც ასე გულშემატკივრობს.

თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერთიანდებით, რომ ჩვენთვის სანქციები მიუღებელია, არასწორია, არ არის პარტნიორული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობრებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ. არცერთი საკითხი არ არის ერთსახოვანი, კომპლექსურია. ევროკავშირი არ არის ერთი სახელმწიფო, აქაც ბევრი სახელმწიფოა, ბევრი პოლიტიკური ჯგუფია და პრიორიტეტი. პროცესები მარტივი არ არის. დიალოგი ხანგრძლივი პროცესია, რომლის ფარგლებში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს ვიპოვით. საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, დავამტკიცეთ რომ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ვართ, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით. საქართველო არათუ სამაგალითო, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. არის საკითხები, სადაც მკაფიო პროგრესი გვაქვს, შეიძლება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს. ვიპოვით გამოსავალს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის.

დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები, რომელიც იქნება დამაზიანებელი....ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპლექსური დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შევძლებთ საერთო ენა ვიპოვოთ მათ შორის, განსხვავებულ საკითხებზე“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×