ნატალია ჯვარიძე 18.07.2024
![](rubrics/rubs2/artc209003/a1721313409.jpg)
ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის"ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ნატალია ჯვარიძე 17.07.2024
![](rubrics/rubs2/artc208958/a1721226016.jpg)
როგორ აისახება საქართველოზე ის გეოპოლიტიკური გლობალური ცვლილებები, რომლებიც აშშ-სა და ევროპაში არჩევნების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას და რა სირთულეები ახლავს თან ახალ რეალიებს - საკითხზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები იქნება და ჩვენ მოგვიწევს ხმის ამოღება. ნაწილს კი, ამის მოლოდინი არ აქვს.
თამარ ვეფხვაძე 18.07.2024
![](rubrics/rubs3/artc209013/a1721300283.jpg)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი ქალაქ ბათუმში გაიხსნა. შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
ელზა პაპოშვილი 17.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208952/a1721222828.jpg)
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია“,-ეს არის იმ გზავნილების ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას მიმართა.
ნატალია ჯვარიძე 17.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208943/a1721217107.jpg)
საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პირველად განაცხადა არჩევნებზე „ხალხის ძალასთან“ ერთად საერთო სიით გასვლის შესახებ. მისივე თქმით, ეს იქნება გარანტია იმის, რომ ქვეყანა მშვიდობიან გზაზე ივლის.
ელზა პაპოშვილი 16.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208881/a1721136537.jpg)
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კვლავ აქტუალურია კითხვა, რა კომბინაციით შეუძლია ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხება? თუკი ბოლო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, ოპოზიციამ დაახლოებით მილიონი ხმის მობილიზება უნდა შეძლოს, რათა "ოცნებამ" დაგეგმილი უმრავლესობა ვერ აიღოს.
ნატალია ჯვარიძე 16.07.2024 ![](rubrics/rubs2/artc208870/a1721129736.jpg)
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზი თავიდან გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაფინანსება გაცილებით მეტი იყო სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ოცნების" მიერ გაკეთებულმა „უმადურმა" განცხადებებმა ევროკავშირი აიძულა ეს მონაცემები ხელმეორედ დაედო. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ფინანსური დახმარებებები თანდათან შემცირდება.
ელზა პაპოშვილი 15.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208831/a1721062914.jpg)
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და „გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს პირველად მიმართავს და მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს. მთავარი არგუმენტი კი კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლაა.
ნატალია ჯვარიძე 15.07.2024 ![](rubrics/rubs2/artc208802/a1721043563.jpg)
არჩევნებამდე 3 თვით ადრე სულ უფრო საინტერესო ხდება კონკრეტულად რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს რათა მათი ხმები მოოპოვონ. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის აზრით, არც ერთი პარტია მოსახლეობის საჭიროებებზე არ მუშაობს. მათივე თქმით, ოპოზიცია ერთობის იდეით არის დაკავებული, რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, ხოლო „ოცნებას" რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე" აქვს ყურადღება გადატანილი, რაც მეტ-ნაკლებად მუშაობს.
ნატალია ჯვარიძე 14.07.2024 ![](rubrics/rubs2/artc208752/a1720963669.jpg)
არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენის იდეა ჩაიშალა. როგორც „ნაცმოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, „ლელომ" და „ახალმა" ამაზე უარი განაცხადეს. ასევე „ლელოსა" და გახარიას პარტიის გაერთიანებას მხარეები უარყოფენ, თუმცა „ლელოში" ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან მიმდინარეობს. რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია არჩევნებზე? ანალიტიკოსებს დიდი კონფიგურაციის მოლოდინი არა აქვთ და 2-3 პოლიტიკური ცენტრის შექმნას ვარაუდობენ.
ნატალია ჯვარიძე 18.07.2024 ![](rubrics/rubs8/artc209035/a1721318839.jpg)
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა, დემოკრატიულმა პარტიამ განაახლა მისი დარწმუნების მცდელობა, რომ ნებაყოფლობით თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, წერს ამერიკული „ასოშიეითედ პრესი".
გვანცა წულაია 17.07.2024 ![](rubrics/rubs3/artc208974/a1721237165.jpg)
სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა მაღალმთიანეთში. ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ქალაქისკენ მიეშურება. ვითარებას ვერ შველის ვერც მთის კანონი და ვერც ის, რომ მთიან ზონაში თითქმის ყველ ოჯახი სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის დახმარებას მუდმივად იღებს.
ქეთო გოგოხია 17.07.2024 ![](rubrics/rubs3/artc208971/a1721235215.jpg)
ბიზნესი წელს ხელფასების ზრდას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით სტაბილურ ნიშნულზეა და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, სექტორში აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ შარშან დააკორექტირეს და მინიმუმ წლის ბოლომდე გადახედვა არ იგეგმება. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, რომ ანაზღაურების მასტიმულირებელი გახდეს.
გვანცა წულაია 16.07.2024 ![](rubrics/rubs3/artc208895/a1721151190.jpg)
ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ბევრი ტურისტი შეინიშნება საქართველოს რეგიონებში და ცხელი სეზონისთვის მოულოდნელად განსაკუთრებით გააქტიურდა კახეთის მიმართულება.
გვანცა წულაია 16.07.2024
![](rubrics/rubs3/artc208893/a1721149404.jpg)
ლარის კურსი პრაქტიკულად იმ ნიშნულზეა, რა ნიშნულიდანაც მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.70 ლარს ჩმოსცდა. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. გაცვლითი კურსი ახლა რეალობის შესაბამის ჩარჩოშია მოქცეული და არაა გამორიცხული, რომ ცხელი სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ლარმა პოზიციები უფრო მეტადაც გაიუმჯობესოს. შემდეგ კი დაიწყება ყველაზე რთული შემოდგომის თვეები, როდესაც რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
ელზა პაპოშვილი 17.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208962/a1721227432.jpg)
თბილისში, მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერ დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, თბილისის ცენტრში 40 წლის კაცი ნაჯახით მეზობელმა დაჭრა. დაზარალებულს ჭრილოებები კიდურებზე აქვს მიყენებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. თავდასხმაში ბრალდებული კი პოლიციამ ცოტახნის წინ დააკვა. მას გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავება.
ელზა პაპოშვილი 16.07.2024 ![](rubrics/rubs29/artc208883/a1721137001.jpg)
ბათუმში 27 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის არჩილ წუწუნავა მუსიკის ხმის ჩაწევის თხოვნის გამო მოკლეს. თუმცა, არსებობს მკვლელობის მოტივის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, არჩილ წუწუნავას მეგობარ გოგოს ავიწროვებდა და აგინებდა. ახალგაზრდა ქალის დაცვა მამაკაცმა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ ის სასიკვდილოდ გაიმეტა. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|