რეზონანსი
17.06.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. სულ არის 52 ათასი მასწავლებელი საჯარო სკოლებში, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც არის მთლიანად მასწავლებელთა კონტინგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას გაეზრდება 800 ლარით და მეტით, შრომის ანაზღაურება. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ყველა პედაგოგს გაეზრდება სულ მცირე 250 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემებზე აქტიურად მუშაობას“,- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×