რეზონანსი
05.07.2024

„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს ავრცელებენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნულია წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×