რეზონანსი
07.07.2024

ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, - ამის შესახებ „ფრანკლინის კლუბის" თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ზიბზიბაძემ ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო პერიოდში რომ საუბრობდა ყველა კვლევაზე, რომლის საფუძველზეც ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება. ამ კუთხითაც ხელი შევუწყვეთ მათ და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ გაიფლანგოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორი შევიდეთ კამპანიის რეჟიმში. ჩემი აზრით, რაც გვაქვს გასაკეთებელი იმას ვაკეთებთ მაქსიმალურად. ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, რომელმაც სულ ორ დღეში უნდა გამოაცხადოს, რა ტიპის კონფიგურაციით წარდგება", - აღნიშნა ზიბზიბაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×