რეზონანსი
03.07.2024

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა.

ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მამა კირიონის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტები განახორციელებენ, რომლებიც ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავლენ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გადახურვის პარალელურად დაიწყება შიდა სამუშაოები.

"უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ", - განაცხადა მამა კირიონმა.

მან ასევე ისაუბრა ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რათა მოხდეს მძიმე ტექნიკის უსაფრთხოდ გადაადგილება.

"უკვე დაწყებულია დროებითი გადახურვის სამუშაოები. ეს არის გერმანული კომპანია "ლეიერის" დამზადებული მასალები მხოლოდ გელათის კონსტრუქციისთვის მორგებული და მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა. სამუშაოებს შეასრულებს გერმანული კომპანია "ქვადრექსი". სამუშაო გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ აღებული გვაქვს 45 დღე. შეიძლება უამინდობა იყოს ან რამე მოხდეს და 3 დღე დავამატეთ. თქვენ, ალბათ, ნახეთ, შემოსასვლელში ბანერი, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველების და მნახველების უსაფრთხოების მიზნით, რადგან გერმანულმა კომპანიამ გამოგზავნა წერილი და გვთხოვეს, რომ თუ ამ კუთხით არ იქნება უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, მაშინ ისინი ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების გამო, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების გამო," - განაცხადა მამა კირიონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×