ცხინვალის ცენტრი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და რეჟისორისა და მსახიობ-მეთოჯინის ბახვა წერედიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ძალიან დაგვამწუხრა, უაღრესად კარგი ადამიანის, რეჟისორის, მსახიობ-მეთოჯინის, ბახვა წერედიანის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. წარმოუდგენელი დანაკლისია ყველასთვის, ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან.
მაჩაბლის თეატრის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს ამ საშინელ ტრაგედიას“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
ცოტა ხნის წინ სამძიმრის წერილი გაავრცელა კულტურის სამინისტრომაც.