რეზონანსი
29.06.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ესპანეთთან შედარებით მცირე შესვენებისა, ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა.

სანიოლმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების ემოციურობას თავისი სიმშვიდით დააბალანსებს.

"მოხარულები ვართ აქ ყოფნით. პორტუგალიის დამარცხება, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური მომენტი იყო. ჩვენ ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ესპანეთმა ჩვენზე 2 დღით მეტი დაისვენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა და მოუთმენლად ელის ხვალ მოედანზე გასვლას.

ვერ ეტყვი ფეხბურთელებს, რომ არ გარისკონ - პლეიოფში განსხვავებული დატვირთვაა. მათ იციან, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვას და დისციპლინას, მაგრამ როდესაც ფეხბურთელებს ბურთი ექნებათ, ყველაფერი კარგად უნდა გათვალონ და ისე იმოქმედონ, გრძნობებით და გამოცდილებით უნდა ითამაშონ.

პორტუგალიასთან მატჩში ჩემი გუნდის ყველა ის საუკეთესო მხარე დავინახე, რაც მათ აქვთ. მოტივაციისთვის მე არ ვარ საჭირო. ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და დამატებითი სიტყვები საჭირო აღარ არის. ალბათ, ჩემგან სჭირდებათ ჩემი მენტალიტეტი, რომ დავამშვიდო, რადგან ქართველი ფეხბურთელები ძალიან ემოციურები არიან და ჩვენს შორის კარგი ბალანსია. ჩვენი მენტალიტეტები ერთმანეთს კარგად ერწყმის და მუშაობას დაბალანსებულად ვახერხებთ, "- განაცხადა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 ივნისს, 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×