რეზონანსი
01.07.2024

საზოგადოებამ დიდი ხნის წინ შეაფასა ეს ადამიანები როგორც თაღლითები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებისგან აღარაფერი უკვირთ.

„ბოლოს უკვე სასამართლომაც დაადგინა, რომ ისინი არიან თაღლითები და სხვათა შორის, ეს მიმართულება მათ არც გაუპროტესტებიათ. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ თავის ბიზნეს საქმიანობაშიც იყვნენ თაღლითები და ახლა უკვე პოლიტიკურ საქმიანობაში განაგრძობენ იმავეს.

ცხადია ჩვენ, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტს გავიგებთ მათი მასშტაბური თაღლითობის შესახებ", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×