რეზონანსი
05.07.2024

რა სჭირთ ფეხბურთელებს ვინმესთან სამათხოვრო, რა ხელფასები არა აქვთ თუ მილიონიანი კონტრაქტები? თუ ესეც დაუმსახურებლად ვინმემ აჩუქა?, - ამის შესახებ სოციალუr ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„თანამედროვე ბულინგის მთავარი ნარატივი კარგა ხანია გაცდა დასაშვები თუ დაუშვებელი ზღვრის ყველანაირ თამასას. თუ ადრე შედარებით მაინც იცავდენ პიროვნების უფლებებს, შეტევა მიმდინარეობს ფართო ფრონტით, მედია პლათფორმის აქტიური ჩართულობით და სოციალური ქსელების ინტერეს ჯგუფების თუ ბოტების და ტროლების აქტიურობით.

რომელ ადამიანის უფლებების დაცვაზე ან პატივისცემაზეა საუბარი, როდესაც ყველა ვინც მათთვის მიუღებელია უაპელაციოდ ექცევა შეურაცყოფის და ცილისწამების ნიაღვარში.

ლიბერალიზმის ეს რადიკალური და ყოველგვარ ქრისტიანობას გამოშიგნული ნეო ტროცკისტული ფორმაცია, ებრძვის ყოველნაირ განსხვავებულ შეხედულებას, და ამის მაგალითია ის რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება.

ფეხბურთელებს აუკრძალეს პატრიარქთან შეხვედრა, ზღვარგადასასული პათეტიზმით, ანუ თუ როგორ გაბედა გიორგი მამარდაშვილმა პატრიარქთან შეხვედრა ან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მადლობის გამოხატვა 30 მილიონის პრემიის დაპირებული გადაცემისათვის!

თქვე მართლა ნაძირლებო, ვის რა ვალი აქვთ თქვენი ასეთი, რა თქვენი საქმეა ვინ ვისთან გამართავს აუდიენციას, მით უმეტეს პატრიარქთან შეხვედრა როდიდან ითვლება მიუღებლად და ცოდვად? რა სჭირთ ფეხბურთელებს ვინმესთან სამათხოვრო, რა ხელფასები არა აქვთ თუ მილიონიანი კონტრაქტები? თუ ესეც დაუმსახურებლად ვინმემ აჩუქა?

უმადურობა კი არის ყველაზე დიდი ადამიანური ანტითეზა, ანტიჰუმანიზმის აპოთეოზის შემადგენელი, ან ვინ მიგდია ვინმე ერთუჯრედიანი უნიჭო მომღერალი როდესაც ადამიანებს რომლებმაც თავისი თავი თავადვე შექმნეს და ყველაფერს საკუთარი შრომით და უძილო ღამეებით მიაღწიეს, ამ შრომის დაფასებას 30 ლარიან კიკუს გახდად, რომ აფასებს?!

მთავრდება ამ მძვინვარე ანტიჰუმანური და ქრისტიანობასთან მებრძოლი უღმერთოთა ლაშქარის ბოლო აპოგეა, რაც კაცობრიობამ გასული საუკუნის 20 იან წლებში ერთხელ უკვე იხილა, ჩვენ მალე ამათ დაისს ვნახავთ აქაც ოქტომბერში. ამ ქვეყანას ამაზე დიდი ბრძოლებიც გადაუტანია და დღემდე მოსულა, ასი ათასობით ქართველი პატრიოტი ემსხვერპლა უღმერთოთა წითელ ტერორს და დღემდე მაინც მოვედით!

გელოდებით ოქტომბერში და ხელი არ წაგიცდეთ, ღვთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება, ამაზე დიდი ჭირიც მოგვინელებია, ღია ნეგატივი და ბულინგი ვერ გახდება ვერც ხელისუფლების ალტერნატივა და ვერც ამ ქვეყნის სამოქალაქო სიძულვილში გადაჩეხვის წინაპირობა!", - წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×