რეზონანსი
05.07.2024

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი - კატარღაზე მობმული პარაშუტიდან ჩამოვარდნილი 2 ტურისტი ქუვეითის მოქალაქე იყო. 37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 39 წლის მამაკაცი კი კლინიკაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პარაშუტის ვარდნა მოულოდნელმა, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

„ჩვენთან შემოვიდა არაბეთის მოქალაქე. მე როგორც გადმომდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩამოვარდა საჰაერო ბურთიდან. ჩვენთან შემოყვანილი იქნა, მდგომარეობა იყო სტაბილური, პერიოდულად დეზორიენტირებული, პერიოდულად ადეკვატური, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა ნორმალურია. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული კვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები, კომპიუტერული კვლევებიც, ეხოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევებიც. მივიღეთ პასუხები - ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი გონზეა, ადეკვატურია“ - თქვა ექიმმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×