რეზონანსი
24.11.2026

მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთელმა ამ პროცესმა აჩვენა ერთადერთი რამ - ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას.

„ეს მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ, მთელი მათი ტაქტიკაა სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×