რეზონანსი
24.11.2026

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა, სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი და რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, 23 ნო­ემ­ბრი­დან 19 დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა. მარ­სი­სა და ურა­ნის და­ძა­ბუ­ლი კვად­რა­ტუ­რა, რომ­ლის პი­კიც 3-5 დე­კემ­ბერ­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შე­საძ­ლოა, რო­გორც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ისე პრო­ფე­სი­ულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხე­ბის სიმ­ბო­ლო გახ­დეს.

ას­ტრო­ლო­გი ნინა ხო­მე­რი­კი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზეც, რომ ეს არ არის 2026 წელს მარ­სი­სა და ურა­ნის პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი. მისი გან­მარ­ტე­ბით, თე­ბერ­ვალ-მარ­ტში და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ივ­ნის-ივ­ლის­ში ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, ახლა კი შე­საძ­ლოა, მათი შე­დე­გე­ბის გა­და­ფა­სე­ბის დრო დად­გეს. 

რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო, რო­დის არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის პიკი, რა სა­კი­თხებს უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და რას ურ­ჩევს ას­ტრო­ლო­გი ზო­დი­ა­ქოს 12 ნი­შანს – გა­ე­ცა­ნით ნინა ხო­მე­რი­კის პროგ­ნოზს.

- 23 ნო­ემ­ბრი­დან, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და ფეთ­ქე­ბა­დი ენერ­გი­ის პე­რი­ო­დი იწყე­ბა. მარ­სი­სა და ურა­ნის კვად­რა­ტუ­რა ქმნის და­ძა­ბულ ფონს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს, კონ­ფლიქ­ტებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას და ძვე­ლი წეს­რი­გის რღვე­ვას.

- 4 დე­კემ­ბერს, მარ­სი ქალ­წულ­ში და რეტ­როგ­რა­დუ­ლი ურა­ნი ტყუ­პებ­ში, ზუსტ კვად­რა­ტუ­რას ქმნი­ან.

მარ­სი, მოქ­მე­დე­ბის, ბრძო­ლის, აგ­რე­სი­ი­სა და ენერ­გი­ის პლა­ნე­ტაა, ურა­ნი კი - მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­დე­საც ეს ორი პლა­ნე­ტა და­ძა­ბულ ას­პექ­ტში ერ­თი­ან­დე­ბა, იზ­რდე­ბა იმ­პულ­სუ­რო­ბის, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს ამ პე­რი­ოდ­ში:

- კონ­ფლიქ­ტე­ბი და აგ­რე­სია, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მო­უთ­მენ­ლო­ბა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გამ­წვა­ვე­ბა,

- ავა­რი­ე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის თემა - ას­ტრო­ლო­გი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ტრან­სპორ­ტს, ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბებს, ტექ­ნი­კას და სიჩ­ქა­რეს. სა­ჭი­როა მეტი სიფრ­თხი­ლე,

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის, სა­ცხოვ­რებ­ლის შეც­ვლის ან ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად გარ­დაქ­მნის სურ­ვი­ლი.

- პრო­ტეს­ტი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დო­ნე­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლის ტენ­დენ­ცია.

- ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა - რად­გან ურა­ნი ტყუ­პებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, ინ­ტერ­ნეტ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ურ სის­ტე­მებ­ზე.

- სა­მუ­შაო და ჯან­მრთე­ლო­ბის რე­ჟი­მი - მარ­სი ქალ­წულ­ში, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გა­დაღ­ლა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ შეც­დო­მებ­სა და ყო­ველ­დღი­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე.

ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ ას­პექ­ტის სიმ­ბო­ლუ­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნონ ტყუ­პე­ბის, ქალ­წუ­ლის, მშვილ­დოს­ნი­სა და თევ­ზე­ბის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა,

გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც მზე, მთვა­რე, ას­ცენ­დენ­ტი ან პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი მუ­ტა­ბე­ლუ­რი ნიშ­ნე­ბის 0-7 გრა­დუს­ზე აქვთ, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზე და იმ სახ­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც მარ­სი­სა და ურა­ნის ტრან­ზი­ტე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო თა­რი­ღე­ბი:

23–30 ნო­ემ­ბე­რი - და­ძა­ბუ­ლო­ბის თან­და­თან გაძ­ლი­ე­რე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა;

1-5 დე­კემ­ბე­რი - ას­პექ­ტის კულ­მი­ნა­ცია. ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა;

6-19 დე­კემ­ბე­რი - და­ძა­ბუ­ლო­ბის თან­და­თან შემ­ცი­რე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×