თამთა ჩაჩანიძე 26.10.2026

ორდღიანი შესვენების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ორშაბათს განახლდა.
თამთა ჩაჩანიძე 26.10.2026

ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საკითხსაც დაეთმობა ყურადღება. წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირი სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებზე მსჯელობს, საქართველოსთვის კი მსგავსი ვადა დასახელებული არ არის, მოსალოდნელია კრიტიკაც, თუმცა სტატუსი შეუნარჩუნდება.
ირმა ჩიტაია 26.10.2026

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ენერგობაზარზე რაიმე დიდი კრიზისი ან მასშტაბური შოკი არ იკვეთება, ნავთობკომპანიები შექმნილ ვითარებას მაქსიმალური მოგების მისაღებად იყენებენ. მიწოდების ჯაჭვებში არსებული მცირე შეფერხებები, იქნება ეს სუეცის არხის მუშაობის ხარვეზები თუ რეგიონული დაძაბულობა, რეალურად არ არის იმის საფუძველი, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის დეფიციტი შეიქმნას. პარალელურად, რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნამ და გამოცხადებულმა 60-დღიანმა მორატორიუმმა, წესით ბაზარი უნდა დაასტაბილუროს, თუმცა ფასი მიუხედავად ამისა, მაინც მზარდია.
რეზონანსი 23.10.2026

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებამ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, ქვეყანაში მწვავე ვნებათაღელვა გამოიწვია. სანამ პროკურატურა დავით გარეჯის თემით მანიპულირებასა და სახელმწიფო ინტერესის დაზიანებაზე საუბრობს, მედიასექტორი და იურისტები ხელისუფლების მხრიდან შურისძიებასა და სიტყვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის შექმნაზე მიუთითებენ. რას ეფუძნება გამოძიების სკანდალური ბრალდება, რატომ უკავშირებენ ამ საქმეს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და რა ელის დაკავებულ ჟურნალისტს?
რეზონანსი 26.10.2026

ევროპელი პარტნიორების მიერ უკვე დაფინანსებული შეიარაღება პენტაგონის დასტურს ელოდება. სანამ უკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, ვაშინგტონსა და კიევში დაყოვნების მიზეზებზე განსხვავებულ არგუმენტებს ასახელებენ.
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2026 
ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე", რომელიც, ოპოზიციის გეგმით, ყოველდღიურად უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების წლისთავზე, ყველაზე მასშტაბურ აქციამდე მივიდეს.
თამთა ჩაჩანიძე 25.10.2026 
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. აქამდე გამართული პროცესების ფონზე, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ინტერესების დამცველების მთავარი პრეტენზია უცვლელია - მათი განცხადებით, ვერც მოსარჩელე მხარე, საპარლამენტო უმრავლესობა, და ვერც თავად სასამართლო ვერ ასაბუთებენ, კონკრეტულად რა დანაშაულებრივ ქმედებებსა თუ ბრალს უყენებენ თითოეულ პარტიას.
რეზონანსი 24.10.2026 
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში და უნგრეთის პრემიერ პეტერ მადიარის ოფიციალურ მიღებაზე დასწრება ქართულ-უნგრული დიპლომატიის გარშემო ახალ კითხვებს აჩენს. გაგრძელდება თუ არა ორბანის ეპოქის მოკავშირეობა, რა პოზიციას დაიჭერს ბუდაპეშტი ევროკავშირში საქართველოს მხარდასაჭერად და რას ნიშნავს ეს შეხვედრა თბილისისთვის.
თამთა ჩაჩანიძე 23.10.2026 
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვის მესამე დღეც ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ამჯერად შუამდგომლობების ძირითადი ნაწილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დააყენეს, თუმცა სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.
თამთა ჩაჩანიძე 23.10.2026 
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებისა და კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალზე გაწეული ოფიციალური ხარჯების გასაჯაროების მიუხედავად, დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძისა და თინა რუხაძის კრიტიკას აგრძელებს და მიაჩნია, რომ „ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი".
ქეთო გოგოხია 26.10.2026 
წლის ბოლოს გაზისა და წყლის გადასახადები დაკორექტირდება. მართალია, მოსალოდნელ ცვლილებაზე ოფიციალურად სემეკში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ტარიფების გადახედვა მარეგულირებელს გეგმიურად უწევს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, გადასახადი კომერციულ სექტორს გაუძვირდეს, მოსახლეობისთვის კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ტარიფის ზრდის უარყოფით გავლენას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში იგრძნობს, რადგან გაზრდილი გადასახადი სამომხმარებლო ფასებზე იმოქმედებს.
ქეთო გოგოხია 26.10.2026 
მოსავლის მოყვანის ხარჯი წელს, ფაქტობრივად, გაორმაგდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ყველა რეგიონში შეფერხებით მიმდინარეობს. საწვავის მაღალი ფასისა და გაზრდილი ხარჯების ფონზე, მიწის დამუშავებისა და სეზონური სამუშაოების ჩატარება მკვეთრად გაძვირდა. მწარმოებლების თქმით, დიზელის გაძვირება სექტორს დიდ ფინანსურ რისკს უქმნის.
თამარ ვეფხვაძე 22.10.2026 
„საქსტატის“ მონაცმებით, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის ახალი რეკორდი დაფიქსირდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ქვეყანაში 157.215 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 10 938 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა, რაც გასული, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 79%-ით მეტია. სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაზრდის მიზეზი ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებამ განაპირობა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ზრდა ელექტრომობილების პოპულარობას უკავშირდება.
თამარ ვეფხვაძე 22.10.2026 
ქართული მოცვისთვის ევროპულ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, ნუშისა და თხილისთვის კი ინდოეთის ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიება ქართველი მეწარმეების საგამოფენო საქმიანობის კონკრეტული მიზნებია. 2026 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროდუქცია პოტენციურ შემსყიდველებს გააცნონ და სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნები ადგილზე შეისწავლონ. ამ საქმიანობის მთავარი ამოცანა საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიცირება და ქართული პროდუქციისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნაა.
თამთა ჩაჩანიძე 16.10.2026 
ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე გამართულ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, ტყეების აღდგენის გეგმებსა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზისა და ხორბლის უნიკალურ სახეობებზე და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
რეზონანსი 26.10.2026 
სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის გრძელვადიანი ლიდერის, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია" დამარცხდა „სტუდენტურმა სიასთან".
რეზონანსი 24.10.2026 
საფრანგეთი მასშტაბური საპროტესტო ტალღის, შეზღუდვებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. საქმეში 70 000 პოლიციელია ჩართული, ათასობით დემონსტრანტი დაკავებულია. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|