რეზონანსი
23.10.2026

მარიკა თხელიძე საკუთარი შემოქმედებითი სიახლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ახალ ვიდეოს იღებს:

„15 წლის ვიყავი, რომ გადავიღე მეორე კლიპი სიმღერაზე „ქვეყანა აირია“ და რამდენიმე წლის შემდეგ პაუზა ავიღე შემოქმედებითად. ამასობაში გავიდა 20 წელი… 

განსაკუთრებულად ველოდი დღევანდელ დღეს. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან აჭარაში, კერძოდ, ჩემს განსაკუთრებულ და ლამაზ ბათუმში ვიღებ ახალ კლიპს ჩემს ახალ სიმღერაზე. დიდი პაუზის შემდეგ

ვაპირებ დიდი პრეზენტაციის გაკეთებას. იმედი მაქვს, მოგეწონებათ და შეიყვარებთ ამ სიმღერასაც. ამჯერად გაზრდილი, უფრო გამოცდილი და განსხვავებული მარიკა დაგიბრუნდებით“ - დაწერა მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×