რეზონანსი
24.10.2026

პარლამენტის წევრის, გიორგი სოსიაშვილის სამეცნიერო აღიარება - დეპუტატი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა.

ჩინეთის ქალაქ სანიაში მას აკადემიკოსის დიპლომი და მედალი, ასევე მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს. სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეას საგანგებო მიწვევით ესწრებოდა.

აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×