რეზონანსი
26.10.2026

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ერთ რჩევას აძლევს:

"ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არც გვქონია და არც გვაქვს! ჩვენ მის ადვოკატებთანაც კი ვერ მოვახერხეთ კომუნიკაცია. არადა, არაფერი გვჭირდებოდა. უბრალოდ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული ანუ ღარიბაშვილმა უნდა წეროს იმაზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას", - აღნიშნა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×