რეზონანსი
25.08.2026

უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„Patriot-ის ცოტაოდენი რაკეტა მივიღეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რამდენი, მაგრამ მცირე რაოდენობით და ჩვენ მეტი გვჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ სხვა სახის დახმარების პაკეტებიც მიიღო.

„მივიღეთ, ვერ ვიტყვი რომელი ქვეყნიდან, Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რაკეტების გადმოცემის დადასტურება. ასევე, AIM-ის ტიპის რაკეტები მივიღეთ. ჩვენთვის ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×