რეზონანსი
23.09.2026

„გაგიკვირდებათ და მკვლელების ახლო ნათესავებიც მე ფარულად მეკონტაქტებიან, თანადგომას მიცხადებენ, ძალიან ბევრ ინფორმაციას მაწვდიან,“ - ამის შესახებ გადაცემაში, „Voice of Lawyer • ადვოკატის ხმა“ მოკლული

მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ადამიანების ახლო სანათესავო წრე აცნობიერებს რამდენად დიდი ტრაგედია მოხდა.

„გაგიკვირდებათ და მკვლელების ახლო ნათესავებიც მე ფარულად მეკონტაქტებიან, თანადგომას მიცხადებენ, ძალიან ბევრ ინფორმაციას მაწვდიან, უბრალოდ უშუალოდ მკვლელი ბავშვების მშობლები არიან უტეხები, თორემ ახლო

სანათესავო წრე აცნობიერებს მაინც რა დიდი ტრაგედიაა… რიკაძის ოჯახის ახლობლები ღიადაც წერენ კომენტარებს. მე რომ მომწერეს, რომ მე ვარ რიკაძის ესა და ეს, ღიადაც წერენ, მე მაინც არ ვეტყვი არავის, არასდროს, ეს ყველამ იცის,

მათაც და არაერთხელ მითქვამს, პირადშიც მითქვამს მათთვისაც და ისედაც, რომ მე არცერთ ინფორმატორს არ დავასახელებ არაფრის ფასად…“ – ამბობს ეკა უპატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×