რეზონანსი
24.10.2026

იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს აკრძალვას უანონსებს, იაგო ხვიჩიას გუნდმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - გუშინ, 23 ოქტომბერს თბილისში, მიუზიკ ჰოლ „ბაბილოში“, "თავისუფალი ხალხის პარტიის" (ძველი გირჩი) რიგით II ყრილობა გაიმართა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობაზე განიხილა ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის:

პარტიის სრული და შემოკლებული სახელწოდების ცვლილება;

პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევა;

სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;

პარტიის სიმბოლიკის დამტკიცება;

პარტიის იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები დელეგატებმა კენჭისყრის გზით, ხელის აწევით მიიღეს.

ყრილობას დაესწრნენ პარტიის დელეგატები, წევრები და მხარდამჭერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×