რეზონანსი
24.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „ამფეტამინი“. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×