რეზონანსი
18.06.2024

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ჩინეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს. ამის შესახებ მან BBC-სთან ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, პეკინი "ორივე შედეგის მიღწევას" ცდილობს, რუსეთის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერითა და ამავე დროს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობების შენარჩუნებით.

"გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვერ იმუშავებს", - თქვა სტოლტენბერგმა BBC News-თან ინტერვიუში ვაშინგტონში ვიზიტისას.

კითხვაზე, რა შეუძლიათ NATO-ს წევრებმა გააკეთონ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის ნაწილში, სტოლტენბერგმა თქვა, რომ შესაძლო სანქციებზე "მუდმივი მოლაპარაკებები" მიმდინარეობს. მისი თქმით, ჩინეთი ბევრ ტექნოლოგიას აზიარებს, როგორებიცაა მიკროელექტრონიკა, რაც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რათა შექმნას რაკეტები და იარაღი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

რუსეთის მხარდაჭერის გამო ჩინეთს გარკვეული სანქციები უკვე დაადეს. გასულ თვეში, აშშ-მა გამოაცხადა შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ჩინეთსა და ჰონგ-კონგში მდებარე 20-მდე კომპანიას შეეხება.

ამავე დროს კი რუსეთი ცდილობს გაამყაროს თავისი კავშირები ჩინეთთან. მაისში ვლადიმირ პუტინი პეკინში სი ძინპინს შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×