რეზონანსი
21.05.2024

სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მისი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია და არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით  არ გეგმავს არც ახლა და არც მომავალში:

"ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს. 

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია "ახალი".

არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით  არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში." წერს ნიკა მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×