რეზონანსი
18.06.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 2023 წლის ნოემბერში შევიდა, მაისში კი მეორე მოსმენით მიიღეს.

იგი ითვალისწინებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით მოქმედი პროცედურის ნორმირებას, კერძოდ, შეიცავს უკრაინისა და ევროკავშირის საერთო როუმინგული სივრცის განმარტებას და სხვა დაკავშირებულ ცნებებს.

რუსეთში სრულმასშტაბიან შეჭრასა და უკრაინელების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მილიონობით უკრაინელი, ოპერატორებს შორის შეთანხმების წყალობით, უკრაინაში ნათესავებთან ზედმეტი გადასახადის გარეშე ურთიერთობს. ეს რეჟიმი ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან დროებით მოქმედებს.

ამასთან, გასულ წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის მობილური როუმინგის უკრაინაში გაფართოების შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×