რეზონანსი
15.06.2024

პრეზიდენტის მხრიდან ეს არის პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ერთობა ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების თამაშის დროს მოქალაქეები ტელევიზორებს იქნებიან მიჯაჭვული.

„აქ რაიმე პოლიტიკური მდგენელის შემოტანა შეუძლებელია, უბრალოდ მიუღებელია და ეს არის პრეზიდენტის მხრიდან უმსგავსობა. მწვრთნელი არც „ქოცია" და არც „ნაცი", თორემ ალბათ, პრეზიდენტი იმასაც იკისრებდა, რომ ნაკრები თავად დაეკომპლექტებინა. ეს არასერიოზულია, წარმოუდგენელია. ამდენად, დავანებოთ ამას თავი. მისი დაყოფა ვერანაირ ნეგატიურ შედეგს ვერ გამოიტანს, რადგან გუნდიც, ფედერაციაც, ნაკრების წევრებიც, მწვრთნელიც და ერიც მათთან ერთად, დღეს არის ერთიანი და პოლიტიკური თუ სხვადასხვა მდგენელის მიუხედავად, ყველა ერთი მიზნისთვის იქნება გამსჭვალული, რომ ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვოს და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ აიწიოს ქართული დროშა", - განაცხადა ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×