ნატალია ჯვარიძე
07.06.2024

რუსეთი ისედაც სულ შეტევაშია, მაგრამ მასშტაბს ვერ ზრდის, რადგან ფრონტის სიგრძე ძალიან დიდია. მე მათი მხრიდან დიდ შეტევას არ ველოდები, - აცხადებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „რეზონანსთან" საუბრისას გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი უკრაინელებმა თავდაცვითი ბრძოლების ინტესიფიკაცია დაიწყეს და რეზერვების მობილიზება შეძლეს, თან დასავლურმა სამხედრო დახმარებამაც წამოუსწრო.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსებმა ფრონტის სიგრძე გაზარდეს და მერე ეს მათ შემოუტრიალდათ ძალიან ცუდად, რადგან ახლა ისინი კონცენტრაციას ვერ ახერხებენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელონ. როგორც იგი აღნიშნავს, რუსეთის მთავარი ამოცანა, რომ უკრაინელების ყურადღება ჩრდილოეთისკენ გადაეტანინებინათ, არ გამოუვიდათ.

„ვოლჩანსკი დასახლებული პუნქტია საზღვართან ახლოს, რომლის აღებას რუსები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს. ეგ კი არა, როცა უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, მათ უკან დაიხიეს. ახლა იქ ბრძოლა ქალაქის შუაგულში მიმდინარეობს.

„რუსებმა ძირითადად სარაკეტო თავდასხმები გააქტიურეს, ისედაც არ იყვნენ გაჩერებულები, თუმცა არც თუ ისე წარტმატებით მოქმედებდნენ. ასე რომ, რუსეთის ამოცანა, რომელიც ხარკოვის ოლქის მიმართულებაზე იყო დასახული და დაიწყეს შეტევები, ფაქტობრივად ახლა შეჩერებულია. მათ დახარჯეს დრო და რესურსი, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვერც სანიტარული ზონა შექმნეს, ვერც ხარკოვს მიუახლოვდნენ და ვოლჩანსკიც ვერ აიღეს.

„რუსეთი ისედაც სულ შეტევაშია, მაგრამ მასშტაბს ვერ ზრდის, რადგან ფრონტის სიგრძე ძალიან დიდია. ვოლჩანსკისა და ხარკოვზე თავდასხმა განახორციელეს იმისათვის, რომ უკრაინელების ძალები დაექსაქსათ და ყურადღება გადაეტანინებინათ, რათა დონბასზე წარმატებულად შეეტიათ. ეს ნაწილობრივ გამოუვიდათ, ვინაიდან უკრაინელებმა რეზერვები ჩრდილოეთისკენ გადაისროლეს, თუმცა ასევე წარუმატებელი მათთვის აღმოჩნდა, რადგან მათ საკმაოდ დიდი დანაკარგი მიიღეს. ამრიგად, მტერის ამოცანა, რომ მოემზადებინათ შეტევისთვის მნიშვნელოვანი პირობები, ანუ უკრაინელების ძალების ჩრდილოეთისკენ მთლიანი გადასვლა, რომ მათ შესძლებოდათ დონბასისთვის შეტევა, არ გამოუვიდათ. ამავე დროს, რუსებმა ამით ფრონტის სიგრძე გაზარდეს და მერე ეს მათ შემოუტრიალდათ ძალიან ცუდად, რადგან ახლა ისინი კონცენტრაციას ვერ ახერხებენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელონ.

„არ ვიცი რას ეფუძვნება ის მოსაზრება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიან შეტევას განახორციელებს, იმიტომ რომ დაჯგუფება, რომელიც ამას იზამს, ჯერ არ ჩანს. თან წინაპირობა არ არის იმის, რომ ამისათვის მათ ძალები მოიკრიბეს. ან ძალიან ფარულად ცდილობენ ამის გაკეთებას ან თვითან აქვს ძალები დაქსაქსული", - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან".

„პრინციპში პოზიციური ბრძოლებია. რუსების შეტევების ტემპი დაეცა, ხოლო უკრაინელებმა თავდაცვითი ბრძოლების ინტესიფიკაცია დაიწყეს და როგორც ჩანს რეზერვების მობილიზება შეძლეს, თან დასავლურმა სამხედრო დახმარებამაც წამოუსწრო. 2 ათასი კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზია, აქედან დაახლოებით 700-800კმ-ზე მიდის საბრძოლო მოქმედებები მიდის, ეს არის ხარკოვისა და დონეცკის, ლუგანსკის ტერიტორიებზე. რუსები ნელი ტემპებით მიიწევენ. აშკარად დაცემულია მათი შეტევის ტემპი", - ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×