ელზა პაპოშვილი
10.06.2024

ხარკოვზე რუსეთის შეტევა გრძელდება. მათ ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. დერჰაჩის თემს, ადგილობრივი დროით, დილის 9:30 საათზე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა კაცი და დაშავდა ორი ადამიანი.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონზე შეტევა მაისის შუა რიცხვებში გააძლიერეს. ოკუპანტის მიზანი ე.წ. სანიტარული ზონის შექმნა იყო საზღვარზე, ბელგოროდის დაბომბვისგან დასაცავად, თუმცა, რუსულმა ჯარებმა ვერ მოახერხეს რუსეთ-უკრაინის საზღვრის გრძელ მონაკვეთზე კონტროლის დამყარება. მათ ვერ აიღეს ვოლჩანსკი, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს; უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ქალაქის უმეტეს ნაწილს.   

რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია და ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შედეგი -  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 8 ივნისს საღამოს ვიდეომიმართვაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ. 

"ახლა ჩვენ მაქსიმალურად ვზღუდავთ მათ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც შემოდიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ ხარკოვის რეგიონს. მიმართულება გაძლიერებულია და კიდევ უფრო გაძლიერდება", - ამბობს ზელენსკი.

"უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს. ამბობს, რომ ამის უფლება უკრაინას საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს. 

"ეს ომი რუსეთმა მშვიდობინი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც არასდროს ყოფილა რუსეთისთვის საფრთხე. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მკვლელობებსა და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ასევე, გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლება გაქვს. თავდაცვის უფლება თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში - რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას მოიცავს. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.    

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ დასავლეთს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი მიუხედევად გარკვეული კონსოლიდაციისა. ბერიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანია უფრო მეტი და მაღალი ხარისხის შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას, რათა ის გამოწვევები, რომელიც ფრინტის ხაზზე დგას, სწრაფად აღმოფხვრას. 

„ომი გაჩერდეს იმ დმგომარეობაში რაშიც ახლა უკრაინა იმყოფება, ეს ნიშნავს იმას რომ ის დასავლელ მოკავშირეებთნ ერთად ომის წაგებს. ეს სხვა რამეს არ ნიშნავს. ხოლო ომი გაჩერდეს იმ სიტუაციაში რაც ახლა არის, ევროპაშიც არ მოიტანს სიმშვიდეს, პირიქით, ომი გაჩერდება თუ არა რუსეთი გადაჯგუფდება. მაქსიმალურად შემოიმტკიცებს ტერიტორიებს. ასევე თუკი იქ რამე უკრაინული დანაყოფი იქნება დარჩენილი, მათ საბოლოოდ გაანადგურებს, დაიწყებს რეგიონების ბოლომდე რუსიფიკაციას. ამას უკვე შემდგომში უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს.   

„ის რომ ეხლა გაჩერდეს ეს ომი, ეს არ იქნება არც გამარჯვება და არც მშვიდობა. ამიტომ პუტინის ეს შეთავაზება არის აბოსლუტურად აბსურდი. ეს ვერ იმუშავებს. რაც შეეხება მშვიდობის სამიტს, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთში კიდევ უფრო  მეტი კონსოლიდაცია მოხდეს. ბევრი აქვს ასევე უკრაინას გასაკეთებელი. დასავლეთის მხრიდან მნიშვნელოვანია უფრო მეტი და მაღალი ხარისხის იარაღის მიწოდება მოხდეს. აუცილებლად ამ სამიტზე უნდა განიხილებოდეს როგორი ურთიერთობა იქნება რუსეთთან“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, რაც შეეხება პუტინის მუქარებს, ერთადერთი რაც მაქვს აქვს ამ მუქარის აღსრულებისთვის, ეს არის ბირთვული იარაღი. თუმცა, ბერიძე ამბობს, რომ უკვე ბევრჯერ გამოჩნდა, რომ პუტინის ბირთვული იარაღის არავის ეშინია, ამიტომ მისთვის დათმობაზე წასვლას არავინ აპირებს. 

„ხარკოვზე მიტანილმა შეტევამ აჩვენა, რომ რუსეთმა გამოიყენა თავისი ტერიტორია ფაქტობრივად იმისთვის, რომ უპრობლემოდ გადაეადგილებინა ჯარი უკრაინის საზღვართან, რათა ხარკოვზე მომხდარიყო შეტევა. სწრედ ამიტომ ამერიკამ გადაწყვიტა მიეცა უკრაინისთვის შესაძლებლობა, რათა გარკვეული სამიზნეები დაზიანდეს. მეორე მიზეზი კი ალბათ ეს არის მასობრივად დამაზიანებელი ბომბები, რომელსაც რუსეთის საზღვრიდან უკრაინის მიმართულებით ისვრიან. ალბათ ამ ორმა და კიდევ სხვა ფაქტორებმა აიძულა დასავლეთი უკრაინისთვის მიეცა საშუალება გამოეყენებინა შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე“,-ამბობს ბერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×