რეზონანსი
16.06.2024

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას მოუწევს დიალოგის გამართვა რუსეთთან, თუმცა არა ულტიმატუმების ენით, რომლითაც ახლა კრემლი საუბრობს.

ამის შესახებ კულებამ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენც მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როცა რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: არ მივცემთ რუსეთს უფლებას, ულტიმატუმების ენით ისაუბროს, როგორც ახლა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, სამიტზე ყველას ესმის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას ჰქონდა ერთი მიზანი - სამიტის წინა დღეს „პიარ ტალღის შექმნა".

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუ უკრაინის ჯარები გავლენ დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, ასევე, თუ უკრაინა უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×