რეზონანსი
06.06.2024

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რადგან ამ ფორმით სტრატეგიული თანამშრომლობა შეუძლებელია.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხებოდა. ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა, თუ რისი მანიშნებელია განცხადებები, რომელიც აშშ-დან ისმის, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე.

"რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის და იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს, გახდეს ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა - ვირტუალური. ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვინმეს ვასალი, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს ქვეყანაში და იქნება ის ვითარება, რაც უკრაინაშია. არა მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ მშვიდობას, გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება და მზად ვართ, პარალელურად, ჯანსაღი ურთიერთობები გავაღრმაოთ", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×