რეზონანსი
01.07.2024

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, გერმანიაში დაიწერა იტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

„პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში იყო რთული, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ. ეს არის ისტორია პირველ რიგში, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. 

ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატება შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით დღეს ვართ უფრო წინ, ვიდრე ვიყავით გუშინ. აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებმა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×