რეზონანსი
21.05.2024

ტაშისცემა, დიდი აღფრთოვანებები და მოწონებები მაინცდამაინც არ ისმის, როცა პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ ხალხნო,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა სჭირდება საქართველოს პოლარიზაცია ხალხნო. ან ევროპა, ან რუსეთი და სხვა მეტი არაფერი. ამ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ და მივცეთ მოტივაცია იმისთვის, რომ მოვიდნენ არჩევნებში და ერთ ოპოზიციურ დიდ გაერთიანებას დაუჭირონ მხარი, თორემ ცალ-ცალკე ამ ახალგაზრდებზე ნადირობას რომ დაიწყებენ პარტიები, ძალიანაც მიქარავენ, ვერავის ხმას ვერ მიიღებენ. ეს ახალგაზრდები უკანა ეზოებიდან მორბენალ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემენ, მე მგონი დავრწმუნდით ამაში, მიტინგებზეც ხომ დავრწმუნდით. ტაშისცემა, დიდი აღფრთოვანებები და მოწონებები მაინცდამაინც არ ისმის, როცა პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ ხალხნო, შეკვეთას უკვე ესენი გვაძლევენ, ანუ უნდა მოხდეს პოლიტიკური კავშირი ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის",- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×