რეზონანსი
01.07.2024

ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი მათ შორის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის და უსწრებს ევროკავშირს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს არამარტო მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების დამსახურებაა, არამედ ძლიერი ინსტიტუციებისა და ძლიერი დემოკრატიის შედეგიც არის. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლიან გარემოებებზე დაფუძნებული შეფასებები საქართველოს ლიდერ ქვეყნად აქცევს", - აღნიშნა დეპუტატმა.

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×