
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ლანა ლატარიას ოჯახი ამბობს, რომ 26 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია და საზოგადოებას მოუწოდებენ, ექსპერტიზის დასკვნამდე გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ.
რაც შეეხება მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარის თქმას, ნანუკა ორჟოლიანი ამბობს, რომ ლანა ლატარიას ოჯახი ამ გადაწყვეტილების გამო, “ძალიან ნაწყენები არიან”.
"ეს წყენა ბრაზნარევია. მამა ამბობდა, რომ ის არ იმსახურებს ამ დამოკიდებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მადლიერები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ დაუბრკოლებლად მიეცა მამას საზღვარი გადმოეკვეთა და მისი შვილი ეგლოვა. როგორც მითხრა, ორკვირიანი ვადა მისცეს ქვეყანაში დარჩენისთვის. ანუ, შვილის დაკრძალვას მოასწრებს და ისე წავა, დაბრუნდება უკრაინაში.
მეიფე გერასიმეზე (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი) განსაკუთრებული წყენაა, უფრო ბრაზი იყო. მამა ამბობდა, რომ ამას არ იმსახურებს. სხვა ადამიანები მიყვებოდნენ, რომ სივიწროვის გამო – ოჯახს არ აქვს საშუალება მიიღოს სამძიმარზე მოსული ადამიანების ნაკადი ისე, როგორც მათ სურთ.
ამასთან გარდაცვლილის დედა მიყვებოდა, რომ გარდაცვლილი გოგოს ბებია დღემდე ეკლესიაში მსახურობს, რომლის მრევლიც იყო თავად გარდაცვლილი. ისინი უარის მიზეზს ვერც კი იგებენ” - აცხადებს ნანუკა ჟორჟლიანი.