
გორში სასწრაფოს ექიმებმა 64 წლამდე ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.
„გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და უგონოდ დაეცა. ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა. ჩატარდა ელექტროდეფიბრილაცია და გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. მესამე საშოკე ალგორითმის დროს გაჩნდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე და პაციენტმა სუნთქვა დაიწყო.
პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით ქ. გორის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა - კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტით. ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე და თავს კარგად გრძნობს. ნანული კეკოშვილი 23 წელია სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმია, მისთვის ეს გაჩერებული გულის აღდგენის პირველი შემთხვევა იყო," - წერს გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე