
თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჰყვება, რომ 2017 წელს აღებული, მოგვიანებით "განულებულად“ მიჩნეული სესხის გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად დაიბარეს. მისი თქმით, სესხი ერთ-ერთ ბანკში ჰქონდა აღებული და მას შემდეგ, რაც ვალი სხვა კომპანიას გადაეცა, მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
მუსერიძე ამბობს, რომ საქმის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან, როგორც თავად განმარტავს, სასამართლომ ის "ვერ იპოვა" და მის საქმეზე დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება.
"თუ გგონიათ, თქვენი სესხები განულებულია და გაარკვიეთ, მეგობრებო, გაარკვიეთ - თორემ შეიძლება თქვენც დაგირეკონ.
ახლა ვემზადები და მივდივარ პოლიციაში. რატომ მივდივარ პოლიციაში? იმიტომ რომ 2017 წელს ერთ-ერთ ბანკში ავიღე სესხი, რომელიც, როგორც გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს "ჩამოგვაწერა“ - მაშინ, ახალ წელს, ეს სესხები რომ გვაჩუქეს და გაგვახარეს.
ჰოდა, ამ სესხებზეა საუბარი.
როგორც ჩანს, ეს სესხები ბანკმა შემდეგ გაყიდა და ისინი ვალების ამომღებმა კომპანიამ შეიძინა. შემდეგ ამ კომპანიამ სასამართლოში მიჩივლა.
მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, სასამართლომ ვერ მიპოვა და ჩემს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, დამაკისრეს გარკვეული თანხის გადახდა.
ახლა კი პოლიციიდან მირეკავენ და მოსკოვის გამზირზე დამიბარეს. რატომ დამიბარეს იქ, არ ვიცი. კარგი, უნდა მივიდე და ჩავიბარო სასამართლოს გადაწყვეტილება.
მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: თუ ახლა მიპოვეს, მაშინ როგორ ვერ მიპოვეს აქამდე? ან მე როგორ ვერ მიპოვეს, ბიჭო?
მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმეს გგონიათ, თქვენი სესხები ნამდვილად განულდა, აუცილებლად გადაამოწმეთ, რა ხდება თქვენს სახელზე.
გაარკვიეთ, მეგობრებო, გაარკვიეთ - თორემ შეიძლება, ერთ დღეს თქვენც დაგირეკონ", - ამბობს მუსერიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე