რეზონანსი
27.08.2026

მასწალებელს, ნინო გელდიაშვილს მეორე შვილიც გარდაეცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

"ჩემი ნაბოლარაც, იოსები - ჯოზიკო, აღარ მყავს. ძმები სულ ერთად იყვნენ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ მჯეროდეს, რომ ერთად და კარგად არიან. სულ მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და თურმე ურჩხული ვყოფილვარ. მიხედე შენს ძმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი. ჯოზიკოს, გარდაცვალების მიზეზია - სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, რომლებიც მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღით იყო მიყენებული. რა მოხდა? არ ვიცი," - წერს ნინო გელდიაშვილი.

გასულ წელს, ნინო გელდიაშვილის უფროსი ვაჟი, ექიმი-ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×