რეზონანსი
27.08.2026

თამარა ჩერგოლეიშვილი მიშას დროს მართლა ჟურნალის რედაქტორი კი არ იყო ან მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე კლერკი. ის გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი წერს.

მისი განცხადებით, არაფორმალურ დონეზე, ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის ძალაუფლებაზე გაცილებით მეტი იყო და ის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ზურაბიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, ახლა ახალგაზრდებს "აბოლებს", თითქოს, წარსულში ფრილანსერი იდეალისტი იყო. 

"არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის "შევედი მიშასთან და ვუთხარი" (ამ დროს "მიშასთან შესვლა" ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან "გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები", (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში," - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×