რეზონანსი
28.06.2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადება, რომ "ართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს:

„როგორც კვლევები გვაჩვენებდა და ვამბობდით კიდეც, მივდივართ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზაზე. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რასაც მოსახლეობა ხედავს, ოპოზიციის ამ ფრანკენშტაინულ წარმონაქმნს, არ აქვს არანაირი იდეა. სულ უფრო მეტად მყარდება ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები. მოსახლეობას 26 ოქტომბერს ბევრი რამის გამო ექნება ადვილი არჩევანი. მათ შორის ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ახლა მინდა ვთქვა, არის ის, რომ მას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის. 

სახელმწიფომ ბევრ რამეზე აიღო პასუხისმგებლობა, მათ შორის სპორტზეც და ამ შედეგებამდე [ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა] გავედით, ქვეყანა აარიდა ომს და ოპოზიციას კი იდეა არ აქვს. მათთვის პოლიტიკური დღის წესრიგი იწყება იმით, უცხო ქვეყანაში რომელიმე პრესმდივანი რა პრესკონფერენციას ჩაატარებს, რა თემას დააყენებს და შემდეგ ეს გადმოაქვთ შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×