რეზონანსი
30.06.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე გამორჩეული ისტორიის ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ყოფილი ხის საამქროს ადგილზე, ახალი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. ძველი შენობა, რომელიც ავარიული იყო, დაარღვიეს და მის ადგილას ახალი მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დროს მიწის ქვეშ აღმოჩნდა ორი აგურით ნაგები გვირაბი, რომლებიც ასევე იქცა პროექტის ნაწილად. აღნიშნული გვირაბები სხვადასხვა დროსაა გაკეთებული და მათ ერთ-ერთ ბოლო ფუნქციას კინოპავილიონებს შორის ელექტრობის დაკავშირება წარმოადგენდა. უფრო ადრეულ პერიოდში კი მათ სამაცივრე დანიშნულება უნდა ჰქონოდათ.

მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე, მუნიციპალური კინოდარბაზითა და საგამოფენო სივრცით, რომელიც მრავალ შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს.

შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით და კულტურის სამინისტროს სახსრებით 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ძველი კინოსტუდიის ოთხ ჰექტრამდე ფართობი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მასზე ხელოვნების ქალაქის მოწყობა.

გრძელდება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია, რომელშიც მოეწყობა საოფისე და საგამოფენო სივრცეები. გაკეთდა ახალი სახურავი; დაწყებულია ფასადის აღდგენა; ჩატარდა მზიდი კონსტრუქციების მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოები; მეორე სართულზე დაიწყო და სექტემბერში დასრულდება ეროვნული კინოცენტრისთვის საოფისე სივრცის მოწყობა; სრულად აღდგება და გარემონტდება ინტერიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×