რეზონანსი
15.05.2024

თავდასხმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტზე - ნაცემია ირაკლი მილაძე, სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში შეხვედრას რუსული კანონის  წინააღმდეგ აწყობდა.

სტუდენტის თქმით, აგრესიულმა  დაჯგუფებამ, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები არიან, შეხვედრის დარდულების შემდეგ მას ჩასაფრება მოუწყვეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აგინეს. 

ირკვევა ისიც, რომ თავდასხმის შემდეგ მილაძემ ერთ-ერთ თავდამსხმელს, წიწაკის სპრეი შეასხა და ადგილიდან გაიქცა. საბოლოოდ, ძალადობაში მონაწილე პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. გვაინტერესებდა, ამ აქციებთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდათ მათ. შევჯერდით რაღაც საკითხებზე და როცა გამოვდიოდი აუდიტორიიდან, რამდენიმე შავებში ჩაცმული სტუდენტი, რომელიც ამავე თვითმმართველობის წევრები არიან, მთხოვდა გვერდით გავსულიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სალაპარაკო ჰქონდათ. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის გვერდზე გასვლაზე უარი ვუთხარი, ერთ-ერთმა დამარტყა. ამ დროს წიწაკის სპრეი გამოვიყენე. უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში შევვარდი. 50 ადამიანი მოვარდა, წრე შემოარტყეს სახლს, იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ"- აცხადებს სტუდენტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×