რეზონანსი
15.05.2024

გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ის დროს, პარ­ტია „გირ­ჩის" „ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტი სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სცე­ნა­ზე ას­ვლი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და ბექა ყორ­ში­ამ არ მის­ცეს.

„მო­ვე­დი და ვთხო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სი­ტყვით გა­მოს­ვლა მინ­და-მეთ­ქი. ბევრ დროს არ წა­გარ­თმევთ, ხალ­ხს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე მო­ვუ­წო­დო - მეთ­ქი... რა­ზეც მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო სწო­რად ბექა ყორ­ში­ამ მი­თხრა ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ. - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დი­ოდ­ნე­ნო.

რომ ვკი­თხე, აქ „ნა­ცე­ბი" იდ­გნენ და „ლელო" იდგა-მეთ­ქი, ამა­ზე მი­თხრეს, კი, შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. მე თუ „ნა­ცე­ბის" გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გამ­მარ­თლე­ბო­და და მექ­ნე­ბო­და სი­ტყვა, თუმ­ცა რად­გან მარ­ტო მინ­დო­და გა­მოს­ვლა, არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მი­ნი­მუმ გა­სა­გე­ბი გახ­და, ვინ წყვეტს და ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბექა ყორ­შია..."

მე­ო­რე ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩანს, რომ რაქ­ვი­აშ­ვილს სცე­ნას­თან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია და ბექა ყორ­შია ესა­უბ­რე­ბი­ან.

სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილი მედიასთან ადასტირებს, რომ სცენაზე სიტყვით გამოსვლაზე უარი ბაია პატარაიამ და ბექა ყორშიამ უთხრა.

„ჩემს ვი­დე­ო­ში ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ. ბა­ი­ამ მი­თხრა, უბ­რა­ლოდ, - არაო. ბექა ყორ­ში­ამ სხვებ­თან ერ­თად უნდა გა­მოხ­ვი­დე, ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არაო. „ნა­ცე­ბი" და „ლელო" რომ იდ­გნენ, იმათ გვერ­დზე უნდა დად­გეო და მე იმათ­თან რა კავ­შირ­ში ვარ. ეს იყო არ­გუ­მენ­ტი.

მად­ლო­ბა უნდა მეთ­ქვა ხალ­ხის­თვის, შანსს რომ გვაძ­ლევს პო­ლი­ტი­კო­სებს რა­ღაც შევ­ცვა­ლოთ. მე­ო­რე, რომ ამ მი­ტინგზე უნდა იდ­გნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­ანთ გეგ­მებ­ზე და მიზ­ნებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. აპო­ლი­ტი­კუ­რი მი­ტინ­გი არ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში, ის ყო­ველ­თვის ღიად ან ფა­რუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რია. ჩვენ გვინ­და ეს სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი გავ­ხა­დოთ, ეს მინ­დო­და მეთ­ქვა იმ ხალ­ხის­თვის, ვინც იქ იდგა", - განაცხადა „ambebi.ge"-სთან რაქვიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×