უკრაინამ კანდიდატის სტატუსი რეკორდულად მოკლე დროში მიიღო. რომ არ ყოფილიყო ომი, კანდიდატის სტატუსის მიღებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, თუკი ეს საერთოდ ოდესმე მოხდებოდა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ომს თავისი შედეგები აქვს. ერთ-ერთი ასეთი შედეგია ის ფაქტი, რომ დღეს უკრაინამ რეკორდულად მოკლე დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ომი და უკრაინაში შექმნილი ურთულესი ვითარება, კანდიდატის სტატუსის მიღებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, თუკი ეს საერთოდ ოდესმე მოხდებოდა.
ეს აჩვენებს ამ ქვეყნის მხარდაჭერის პოლიტიკურ ნებას, ვინაიდან ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც შეიძლება მივცეთ უკრაინას, თუ ჩვენ სამხედრო ალიანსი არ ვართ, ეს არის წევრობა. უკრაინას ერთდროულად ორი მიმართულებით ბრძოლა უწევს: რუსულ აგრესიასთან გამკლავება და რეფორმების შესრულება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუ გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, უნდა შეასრულო კონკრეტული პირობები. თუ კანდიდატად გთვლით, ესე იგი გვჯერა, რომ შენ შეგიძლია ამ პირობების შესრულება და ამაში მხარს დაგიჭერთ