რეზონანსი
08.07.2024

ინდოეთში გველი ადამიანის ნაკბენის შემდეგ მოკვდა. გამოცემა Times of India-ს ინფორმაციით, ინციდენტი ბიჰარის შტატში მოხდა, სადაც 35 წლის სანტოშ ლოხარი რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდა. გველმა მას უკბინა, მაგრამ კაცი არ დაიბნა და ქვეწარმავალს თვითონაც ორჯერ უკბინა. შედეგად გველი მოკვდა.

მოგვიანებით კაცმა ჟურნალისტებს თავისი საქციელის მიზეზები განუმარტა. გაირკვა, რომ ადგილობრივებს სჯერათ - გველის შხამი ადამიანზე არ იმოქმედებს, თუ ის მას თვითონაც უკბენს. მათი აზრით, ასე შხამი თვითონ გველზე გადადის.

მომხდარის შემდეგ ლოხარი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და მეორე დღეს გაწერეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×