რეზონანსი
14.06.2024

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სერვისები რასაც ინსტიტუცია ახორციელებს თანაბრად იყოს შეთავაზებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლისთვის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისივე თქმით, იმ მიზნით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა სრულფასოვნად მიიღოს ორი უწყება - ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ვურჩევდით, რომ მათ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×