რეზონანსი
07.06.2024

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს, სოციალურ ქსელში, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

"კანონისთვის ხმის მიცემის გამო პარლამენტარის დასანქცირება არ გამოვიდოდა და:

დემოკრატიის უგულებელყოფა; შეკრების თავისუფლების დარღვევა; სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა; დეზინფორმაცია და რიტორიკა. ეს საფუძვლები მოიშველია მეთიუ მილერმა. რომ ვუსმენდი, მეგონა 2003-2012 წლებზე საუბრობდა… ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები გახდა", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

"მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს "სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! ", - წერია ირმა ზავრადაშვილის მიმართვაში.

სანქციების საკითხს ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც.

"ამ წუთამდე გაურკვეველი მანიპულაციები სანქციებით, აი, ასეთ მესიჯებსა და ხალხს ასაზრდოებს", - წერს სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×