რეზონანსი
07.06.2024

„ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო, მმართველობის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ახალი ინდექსების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა 25 ივნისისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი გამოქვეყნდა თავისუფლებისა და კეთილდღეობის რუკა, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალიზებულ ანალიზს მოიცავს.

164 ქვეყნიდან საქართველო რეიტინგში მსოფლიოს იმ 45 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც თავისუფლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი კატეგორია მიანიჭეს. ამ მაჩვენებლით 2012 წლის შემდეგ, თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციისგან თავისუფლება და სხვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყნების მოწინავე ადგილს იკავებს.

„როგორც წესი, მსოფლიოში თავისუფლება თანდათან უმჯობესდება, მაგრამ ორი სახელმწიფო გამოირჩევა ნახტომისებური პროგრესით - საქართველო და ხორვატია. საქართველოს რეიტინგი 23 საფეხურით გაუმჯობესდა, მონაცემები, ინდექსები აჩვენებენ რეალურ შედეგებს,"- აცხადებს დუნდუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×