რეზონანსი
17.05.2024

ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლისა და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას.

„მე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ ჩინეთი ყოველთვის მზად არის პარტნიორობის გასაღრმავებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსარგებელსა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები - საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი. ამ ორი უძველესი ცივილიზაციის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის ახალ ეპოქაში", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×