რეზონანსი
17.05.2024

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამჟამად სიცოცხლისთვის იბრძვის, ის კვლავ სიცოცხლესა და სიკვდილს შორისაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის, თუ როგორ გახდა ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ხელშესახებია მთელ ევროპაში და ეს დიდი პრობლემაა.

ორბანის განცხადებით, ფიცომ სამსახური უნგრეთისთვის ყველაზე ცუდ დროს დატოვა, რადგან ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხი ევროპარლამენტისა და აშშ-ის არჩევნების საფუძველზე გადაწყდება. მისივე თქმით, ამ ბრძოლისთვის ფიცო ნამდვილად საჭირო ფიგურაა.

„ყველას გული სწყდება მკვლელობის მცდელობის გამო, ყველა შეძრწუნებულია, შოკირებულია, ხალხი ამბობს, მათ შორის მეც, მართლა აქამდე მივიდა ევროპა?", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×